ჰურგადა - ეს არის საზღვაო კურორტი წითელი ზღვის სანაპიროზე, ძალიან ზომიერი კლიმატი რომელიც მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება კურორტზე ქმნის იდეალურ პირობებს საზღვაო სპორტის განვითარებისათვის, რომელთა ჩამონათვალი თანდათან უფრო იზრდება. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ვინდერფინგით, ნაოსნობით, თევზჭერით, ან უბრალოდ სანაპიროზე მზის აბაზანების მიღება გსურთ, ჰურგადა შესანიშნავი ადგილია, რომელიც დამსვენებელს მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. ტურიზმს მნიშვნელობავი ადგილი აქვს კურორტის განვითარებაში, ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება, რომლებიც ბოლო პერიოდში სანაპიროზე დასვენებასთან ერთად სტუმრობენ ნილოსის ხეობას, ქალაქ ლუქსორს, და ა.შ.
ასევე აღსანიშნავია ჰურგადას წყალქვეშა სამყარო თავისი რიფებით და შესანიშნავი კუნძულებით, ისევე როგორც კურორტი თავისი შესანიშნავი ამინდის პირობებში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი დაივინგის და რუჯის მოყვარული ვიზიტორებისთვის.